მანგანუმი 8 mg 100 ტაბლეტი (Solgar)
მანგანუმი ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახსრების ფუნქციონირებაში. მანგანუმის შემცველი ფერმენტები აუცილებელია ხრტილოვანი ქსოვილის ჯანსაღი ფორმირებისთვის. მანგანუმი ასევე კვებავს ნერვულ სისტემას და მონაწილეობს სუპეროქსიდდისმუტაზას (SOD) წარმოქმნაში, რომელიც მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი უჯრედებში. მოცემული ფორმულა შეიცავს მანგანუმის ქელატურ ფორმას. მოცემული საკვები დანამატი განკუთვნილია მოზრდილებისათვის. მიიღეთ ერთი (1) ტაბლეტი დღეში, სასურველია კვების დროს ან თქვენი ექიმის მითითების მიხედვით. თუ ხართ ორსულად, ლაქტაციის პერიოდში, იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ რაიმე სამედიცინო მდგომარეობა, პროდუქტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან. გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ ბოთლის გარეთა დამცავი ლუქი დაზიანებულია. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 8 მგ მანგანუმს (მანგანუმის გლიცინატის ამინომჟავური ქელატი). დამატებით შეიცავს დიკალციუმის ფოსფატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, მცენარეულ ცელულოზას და მცენარეულ მაგნიუმის სტეარატს. არ შეიცავს გლუტენს, ხორბალს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, ნატრიუმს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვატებსა და საღებავებს.