მაგნიუმის გლიცინატი 120 mg 90 კაფსულა (Solgar)
მაგნიუმის გლიცინატი არის ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალის ფორმა, რომელიც დაკავშირებულია ამინომჟავა გლიცინთან. ეს უზრუნველყოფს მის მაღალ ბიოშეღწევადობას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ მარტივად ათვისებას. მაგნიუმი კრიტიკულ როლს ასრულებს ენერგიის გამომუშავებასა და მეტაბოლიზმში, კუნთების შეკუმშვაში, ნერვული იმპულსების გადაცემასა და ძვლების მინერალიზაციაში. იგი წარმოადგენს 300-ზე მეტი ფერმენტის აუცილებელ კოფაქტორს, რომლებიც მონაწილეობენ ცხიმებისა და ცილების სინთეზში, ისევე როგორც გლუკოზის მეტაბოლიზმში. გამოყენების წესი: მოცემული საკვები დანამატი განკუთვნილია მოზრდილებისათვის. მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში 3 ჯერ, სასურველია საკვებთან ერთად. გაფრთხილება: თუ ხართ ორსულად, ლაქტაციის პერიოდში, იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ რაიმე სამედიცინო მდგომარეობა, პროდუქტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან. დღიურად 350 მგ მაგნიუმის (ანუ უფრო მეტი რაოდენობით) მიღებამ მგრძნობიარე ადამიანებში შესაძლოა გამოიწვიოს მცირე დისკომფორტი კუჭ-ნაწლავში. უარყოფითი გვერდითი მოვლენების დაფიქსირების შემთხვევაში შეწყვიტეთ მიღება და დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს. შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. დამატებითი ინგრედიენტების სახით შეიცავს მცენარეულ ცელულოზასა და ასკორბილის პალმიტატს.