რკინის ბისგლიცინატი 25 mg 90 კაფსულა (Solgar)
რკინის ბისგლიცინატი ხასიათდება მაღალი ათვისებით და არ იწვევს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას ან ყაბზობას (შეკრულობას). რკინა არის ჰემოგლობინის მნიშვნელოვანი კომპონენტი - ცილის, რომელიც უზრუნველყოფს ფილტვებიდან ორგანიზმის ყველა ქსოვილისთვის ჟანგბადის მიწოდებას. იგი ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას და უზრუნველყოფს ორგანიზმში ენერგიის ნორმალურ გამომუშავებას. მოცემული საკვები დანამატი განკუთვნილია მოზრდილებისათვის. მიიღეთ ერთი (1) მცენარეული კაფსულა დღეში, სასურველია კვების დროს ან თქვენი ექიმის მითითების მიხედვით. თუ ხართ ორსულად, ლაქტაციის პერიოდში, იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ რაიმე სამედიცინო მდგომარეობა, პროდუქტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან. გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ ბოთლის გარეთა დამცავი ლუქი დაზიანებულია. ყოველი მცენარეული კაფსულა შეიცავს 25 მგ რკინას (რკინის ბისგლიცინატის ქელატის სახით). დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი. არ შეიცავს გლუტენს, ხორბალს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, ნატრიუმს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებს და საღებავებს.