კოლაგენის და ჰიალურონის მჟავის კომპლექსი 30 ტაბლეტი (Solgar)
აღნიშნული საკვები დანამატი წარმოადგენს II ტიპის ჰიდროლიზებული კოლაგენის, ჰიალურონის მჟავის, ქონდროიტინის სულფატისა და C ვიტამინის კომპლექსს რომელიც ეფექტურად ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს. ის მნიშვნელოვნად ზრდის კანის ელასტიურობას, ხოლო დაკვირვების თანახმად, 12-კვირიანი კურსის შემდეგ კანში საგრძნობლად მაღლდება კოლაგენის დონე. განკუთვნილია მოზრდილებისათვის. მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვებთან ერთად ან ექიმის მითითების მიხედვით. თუ ხართ ორსულად, ლაქტაციის პერიოდში, იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ რაიმე სამედიცინო მდგომარეობა, პროდუქტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან. გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. დამატებით შეიცავს მიკროკრისტალურ ცელულოზას, მცენარეულ ცელულოზას, მცენარეულ მაგნიუმის სტეარეატს, ხილისა და ბოსტნეულის წვენს (ფერისთვის), სილიციუმს, სპირულინას ექსტრაქტს (ფერისთვის), მცენარეულ გლიცერინს და კარნაუბის ცვილს. არ შეიცავს გლუტენს, ხორბალს, რძის პროდუქტებს, საფუარს, შაქარს, ხელოვნურ არომატიზატორებსა და დამატკბობლებს.