გლიცინი 1000 mg 200 კაფსულა (Now Foods)
გლიცინი ყველაზე პატარა და მარტივი ამინომჟავაა, რომელიც აუცილებელია გლუტათიონის, დნმ-ის, კრეატინის, ნაღვლის, ჰემოგლობინისა და ცილების უმეტესობის წარმოსაქმნელად. ის ასევე ხელს უწყობს გლიკოგენის დაგროვებას, რაც გლუკოზას ენერგიის მისაღებად ადვილად ხელმისაწვდომს ხდის. გარდა ამისა, გლიცინი თავის ტვინში მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი ნეიროტრანსმიტერი, რომელიც ხელს უწყობს ნერვული იმპულსების გადაცემას და მნიშვნელოვანია ნორმალური ძილის რეჟიმის შესანარჩუნებლად. გამოყენების წესი: მოცემული საკვები დანამატი განკუთვნილია მოზრდილებისათვის. მიიღეთ 1-3 მცენარეული კაფსულა დღეში, სასურველია კვებათა შორის პერიოდში ან ექიმის მითითების მიხედვით. თუ ხართ ორსულად, ლაქტაციის პერიოდში, იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ რაიმე დაავადება, პროდუქტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან. გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გახსნის შემდეგ შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას. არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ ბოთლის დამცავი ლუქი დაზიანებულია. ყოველი კაფსულა შეიცავს 1000 მგ გლიცინს (თავისუფალი ფორმით). დამატებითი ინგრედიენტები: ჰიპრომელოზა (ცელულოზის კაფსულა), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, სილიციუმის დიოქსიდი. არ არის დამზადებული ხორბლის, გლუტენის, სოიოს, რძის, კვერცხის, თევზის, მოლუსკების ან ხის კაკლის შემცველი ინგრედიენტებით.