ქოლინი და ინოზიტოლი 500 მგ 100 კაფსულა (Now Foods)

ქოლინი და ინოზიტოლი 500 მგ 100 კაფსულა (Now Foods)

ქოლინი და ინოზიტოლი წარმოადგენენ B ჯგუფის ვიტამინების მსგავს ნივთიერებებს, რომლებიც არიან უჯრედული მემბრანების შემადგენელი ნაწილები და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უჯრედების ჯანსაღ ზრდასა და ფუნქციონირებაში. ქოლინი აუცილებელია ტვინის ჯანმრთელობისათვის და ცხიმების მეტაბოლიზმისთვის ღვიძლში. ინოზიტოლი მხარს უჭერს ტვინის და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას. მოცემული საკვები დანამატი განკუთვნილია მოზრდილებისათვის. მიიღეთ ერთი (1) მცენარეული კაფსულა დღეში ერთხელ, სასურველია საკვებთან ერთად ან ექიმის მითითების მიხედვით. თუ ხართ ორსულად, ლაქტაციის პერიოდში, იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ რაიმე დაავადება, პროდუქტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან. გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გახსნის შემდეგ შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას. არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ ბოთლის დამცავი ლუქი დაზიანებულია. ყოველი ულუფა (1 მცენარეული კაფსულა) შეიცავს 250 მგ ქოლინს (ქოლინის ბიტარტრატის სახით) და 250 მგ ინოზიტოლს. დამატებითი ინგრედიენტები: ჰიპრომელოზა (ცელულოზის კაფსულა), მცენარეული სტეარინის მჟავა, სილიციუმის დიოქსიდი. არ არის დამზადებული საფუარის, ხორბლის, გლუტენის, სოიოს, რძის, კვერცხის, თევზის, მოლუსკების ან ხის კაკლის შემცველი ინგრედიენტებით.

ფასი: 55.00 GEL